📢 ციფრულმა მმართველობის სააგენტომ, კომპანია გრინნეტთან თანამშრომლობით, „კიბერ-კლასი 2022“ ღონისძიება ჩაატარა.

✅ კიბერ-კლასში სწავლება 2 თვის მანძილზე ინტენსიურად ხორციელდებოდა. კურსის მონაწილეებს კვირაში ორჯერ, 2-2 საათის განმავლობაში, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კომპანია გრინნეტის ტრენერების მიერ ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები ჩაუტარდათ, კიბერუსაფრთხოების კონკრეტული თემის შესახებ ძირითადი ინფორმაცია მიეწოდათ და სასწავლო რესურსები და დავალებები გადაეცათ.

👉კიბერ-კლასის ფარგლებში მონაწილეებმა შემდეგი ძირითადი საკითხები შეისწავლეს:

🔹 შესავალი კიბერუსაფრთხოებაში;

🔹 ქსელის, პროგრამირების, ლინუქსის და სკრიპტინგის საფუძვლები;

🔹 კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები და სტანდარტები;

🔹 Endpoint, IDS/IPS, WAF, SIEM გადაწყვეტილებებთან მუშაობა, ანალიზი და მონიტორინგის საფუძვლები;

🔹 პენტესტის საფუძვლები;

🔹 ინციდენტზე რეაგირება და ანალიზი;

🔹 მავნე კოდის ანალიზი;

🔹 სისუსტეების, საფრთხეების კვლევა, ანალიზი და რეაგირება;

🔹 კიბერშეტევები და სოციალური ინჟინერია.

⭕კიბერ-კლასის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარდათ.

📄 წარმატებულ კურსდამთავრებულებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.